logo
ENG



"სანქციები ორმხრივ ურთიერთობებს საბოლოოდ დაანგრევს" - რუსეთი ბრიტანეთს "აფრთხილებს"

07 მაი 202212:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/url0e9kzkerwcrx.jpeg

ბრიტანეთის ელჩი რუსეთში, დებორა ბრონეტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრნენ, მათ შორის, იმ აკრძალვებზე, რომელიც ბრიტანეთში რუსული სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიო კომპანიების მიმართ დაწესდა. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ ელჩს უთხრეს, რომ "მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორმხრივი ურთიერთობების საბოლოო განადგურება და ბრიტანელ და რუსი ხალხს შორის ურთიერთობების დაზიანება".  

"რუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ინტერპრეტაცია არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ბრიტანელი პოლიტიკოსების ორპირობას და ცინიზმს, ვისთვისაც მედიის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საბაზრო პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტი". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საფუძვლად "ტყუილები და აშკარა უხეშობა უდევს". 

"რუსული მხარე ლონდონის მიერ დაწესებული სანქციებს მკაცრად და გადამწყვეტად უპასუხებს და მიიღებს საპასუხო ზომებს". - აცხადებს რუსული საგარეო უწყება.  


close დახურვა